მთავარი»საზოგადოება»„ეკლესიამ „გირჩის“ გარდაცვლილ “მღვდელმსახურებს” წესი უნდა აუგოს“

„ეკლესიამ „გირჩის“ გარდაცვლილ “მღვდელმსახურებს” წესი უნდა აუგოს“

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო”-ს ლიდერი ზვიად ტომარაძე “ბიბლიური თავისუფლების” გარდაცვლილი მღვდელმსახურის, 24 წლის შაკო ბარამიძესთვის წესის აგებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

„უნდა აუგოს თუ არა ეკლესიამ წესი გირჩის რელიგიური ორგანიზაციის წევრს?
ერთი შეხედვით, ეკლესია რიტუალს უტარებს მის წიაღში მყოფ წევრებს, ხოლო ვინც მიიღო სხვა რელიგია და აღარ არის მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრი, შესაბამისად მას ვეღარ დაწერენ ჯვარს, ვეღარ აუგებენ წესს და ა.შ. ეს ყველაფერი ლოგიკურად ასეა და მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ აბა ვნახოთ რას გვეუბნება საეკლესიო სამართალი? I მსოფლიო კრების მე-11 კანონის თანახმად, თუ ადამიანმა უარი თქვა ეკლესიის წევრობაზე პირადი სარგებლის მიღების გამო, სინანულის შემდეგ მიიღება ეკლესიაში. თუ დადგინდა, რომ:
1. გარდაცვლილი სხვა კონფესიაში გადავიდა მართლმადიდებლობის უარყოფის მოტივით და ამ აზრზე რჩებოდა სიკვდილამდე, წესი არ აეგება.
2. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, წესის აგება დასაშვებია.
ყველამ ვიცით, რომ გირჩის ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” ფსევდორელიგიური ორგანიზაციაა და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გამო არის შექმნილი. ახალგაზრდებიც, სწორედ ჯარში თავის არიდების გამო გაწევრიანდნენ მასში და არა რწმენის უარყოფის გამო. ჩემი აზრით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეკლესიამ გარდაცვლილ “მღვდელმსახურებს” წესი უნდა აუგოს“ – წერს ზვიად ტომარაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ახალგაზრდა მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების” წევრობა გახდა. მართალია “გირჩმა” ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება მაინც არ მისცა.

წინა პოსტი

ძალიან ჯანსაღი დაპირისპირებაა — ადა მარშანია პარლამენტში გინებასა და მუქარაზე

შემდეგი პოსტი

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია - დაკარგულია კვიციანის ძმისშვილიც