მთავარი»საზოგადოება»„ძვირფასო “ოცნება”, ამ ახლგაზრდებს არც 7 ნოემბერი ახსოვთ და არც 26 მაისი, თქვენ რა შესთავაზეთ?“

„ძვირფასო “ოცნება”, ამ ახლგაზრდებს არც 7 ნოემბერი ახსოვთ და არც 26 მაისი, თქვენ რა შესთავაზეთ?“

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„აი, რა მიკვირს იცით?
ახალგაზრდები გაააქტიურესო,
ახალი სლოგანი აქვთო…ახლა “გაბედეს” აწვებიანო…
ჩემო ძვირფასო “ოცნება”, PR-ი არ გვინდაო, ხალხთან ტეტ-ა-ტეტ კონტაქტი რათ გვინდაო, რეგიონებში თავში ქვა გიხლიათ, მუცელში სამართებელიო და კი ხედავთ, თითქმის ყველა რეგიონალური ” ბოსი” ან დასაჭერი ან დასაჭერია!
თქვენს სიებში ისეთი ბოტულიზმიანი, ტოქსიკური ტიპები შეიყვანეთ, ახლა რომ “პაჩკა-პაჩკა” არ გტოვებდნენ, ვერც გავიხსენებდით…
ამ ახლგაზრდებს კი არც 7 ნოემბერი ახსოვთ და არც 26 მაისი….
მაშინ ჭოჭინით დადიოდნენ და ჭკუა არ მოეკითხებათ იმაზე, რაც არ ახსოვთ!
თქვენ რა შესთავაზეთ?
მხოლოდ ევროპის ღია კარი, რომელიც მაცდურ, მეძავ ქალს გავს, ისე გეფერება, გგონია შენია, სანამ საათობრივ ტარიფს აგაფარებს შუბლზე…ამიტომ უფრო გონიერები აქ რჩებიან და ქართული მზის ქვეშ ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ.( ძალიანაც კარგი)
აი აქ კი ერთვება ის ხალხი, ვისაც ეს ახალი ძალა სათავისოთ უნდა! არა ბიჭო, ერთ საძილე, ღრუბლიან, არყისფერ დღეს, პოლიტიკურად მოტივირებულებმა გაიღვიძეს ბოქლომთმპყრობელებმა და იბერიის გასაბრწყინელბლად დაირაზმნენ…
ბავშვს აღზრდა უნდა, სხვა შემთხვევაში ერთი გზა აქვს- ქუჩა და ციხე და მოტივს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ზღვარგადასული დემოკრატია ანარქიის საწინდარია!
ყველა დამარცხდა ვინც ეს უგულებელჰყო…
და კიდევ!
ი ვ ე რ ი ა
ა ი რ ე ვ ა
ჯერ იყო და “ივერია”-ს პირიქით წაკითხვისას მიღებულ აზრზე არ დავფიქრებულვართ, არადა ჩანაფიქრი რა ნათელია, ბნელი რომ არ იყოს…
ასე ვწყევლით ერთმანეთს აირევი, ივერია -თი…უკვე საუკუნეებია და ამიტომაც ვერ დავლაგდით..
აზრი მატერიალიზდა!“ – წერს ლალი მოროშკინა. 

წინა პოსტი

„დოიჩე ველე“- პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან სამკურნალოდ“

შემდეგი პოსტი

„ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე?