მთავარი»საზოგადოება»„ძმები გაჩეჩილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, კახა მიქაია…“ – დავით მაღრაძე გუნდის წევრებს ასახელებს

„ძმები გაჩეჩილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, კახა მიქაია…“ – დავით მაღრაძე გუნდის წევრებს ასახელებს

4
Shares
Pinterest Google+

 

პოეტი დავით მაღრაძე საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ გუნდის  წევრებს ასახელებს.

“კახა მიქაია, შოთა გლურჯიძე, ლევან და გია გაჩეჩილაძეები, ლაშა ამირეჯიბი, ეს ის ადამიანებია,  ვისთანაც უკვე მოვასწარი დაკავშირება.  ყველას  დავუკავშირდები, ვისაც საერთო ღირებულებები და ფასეულობები გვაქვს. ვინც  ერთად ვიწყებდი, ვინც სათავეებთან ვიდექით. ყველაფერი წავა ლოგიკით, არა „ქართული ოცნების“ ლოგიკით, არამედ, კაცობრიობის ისტორიაში გამოწრთობილი და გამოცდილი ლოგიკით. რაც მთავარია , გვინდა, შევქმნათ ასპარეზი  ახლგაზრდებისთვის“,  – განაცხადა დავით მაღრაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება გოგა ხაინდავასა და კოკა გუნცაძეს, დავით მაღრაძის თქმით, ისინი მისი მეგობრები არიან და მეგობრების გზა, ადრე თუ გვიან, მაინც ერთდება.

დავით მაღრაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის  პირველი შეკრება აპრილში გაიმართება.

შეგახსენებთ, პოეტმა დავით მაღრაძემ 2009 წელს შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის  „დაიცავი საქართველო“ გააქრიურება დაანონსა.

წინა სტატია

კვიპროსზე საქართველოს მოქალაქეები, მათ შორისა მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი დააკავეს

შემდეგი სტატია

„ბიძინათი იკვებებოდა ყველა, იკვებებიან დღემდე და ახლა სად მიხტუნაობენ?“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *