მსოფლიო

ძლიერი წვიმა და სეტყვა საბერძნეთში (ვიდეო)

4 ოქტომბერს საბერძნეთის დასავლეთ ნაწილის რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი იყო. დღის მეორე ნახევარში კი სტიქია ცენტრალურ საბერძნეთს და ათენს დაატყდა თავს. დაახლოებით დღის 3-ის ნახევარზე ათენის თავზე თითქოს ცა გაირღვა: ამინდი მკვეთრად შეიცვალა, ჩამობნელდა და ძლიერი წვიმა წამოვიდა, მსხვილი სეტყვის თანხლებით. სეტყვას მართლაც გამაყრუებელი ხმა ჰქონდა.

ატიკის ზოგიერთ რაიონში კაკლისხელა სეტყვა მოვიდა, რაც აქ იშვიათი მოვლენაა. ძლიერი წვიმა სეტყვითურთ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და უცებ შეწყდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეტეოსამსახურის ცნობით, ცუდი ამინდი ნელ-ნელა გადაინაცვლებს აღმოსავლეთით და მთელ საბერძნეთს მოიცავს, კუნძულ კრეტის გამოკლებით.

nostal.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close