მთავარი»საზოგადოება»ძევრის გამგეობამ 100 ლარი ძლივს გაიმეტა მოხუცებისთვის, თურმე, მეტი თანხა ბიუჯეტში არ მოეპოვებათ…

ძევრის გამგეობამ 100 ლარი ძლივს გაიმეტა მოხუცებისთვის, თურმე, მეტი თანხა ბიუჯეტში არ მოეპოვებათ…

0
Shares
Pinterest Google+

ვერულაშვილების ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა, ჯანდაცვამ გაუმჯობესებულად შეაფასა და ადრინდელზე მეტი მაღალი ქულა მიანიჭა…

ამონაწერი ფორმა N100.
,,მოკლე ანამნეზი : _ პაციენტი ავადაა. რამდენიმე წელია იტარებს სისტემატიურ ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას. მიუხედავად მუდმივი მკურნალობისა მდგომარეობა არასტაბილურია. მას წლის წინ გაკეთებული აქვს მარჯვენა თვალზე ოპერაცია აღენიშნება სრული სიბრმავე. მარცხენა თვალში მხედველობა ნაწილობრივ დაქვეითებულია. საჭიროებს ოპერაციას. პაციენტი 2018 წლის ნოემბერშო მოთავსებული იყო თერჯოლამედის კლინიკაში ნერვიული სისტემის დაზიანებით. ჩატარებული აქვს ლაბორატორიული გამოკვლევები. ომ p 68 . აღენიშნება სისუსტე, დაჭიმულობა, მისუსტებული სუნთქვა. ძვალ_სახსრების სისტემაში აღენიშნება ტკივილი, რომელიც ხერხემლის არეში გრძელდება. აქვს ქვედა კიდურების შეშუპება. ესაჭიროება მკურნალობა.”
გახსოვთ ალბათ, თერჯოლის რაიონ, სოფელ ძევრში მცხოვრობი მოხუცი ქალბატონების, ვალენტინა ვერულაშვილისა და დედამისის, 91 წლის ნინა ბურაშოვას უმძიმესი ისტორია. მათი მდგომარეობა კატასტროფულია და რაც დრო გადის, უარესდება. რიყის ქვებზე დაბჯენილი ფიცრული ქოხი ყოველ ნაბიჯზე ყანყალებს, ქარის გაძლიერების შემთხვევაში, ქოხი ნამცეცებად გაიფანტება. დამპალი იატაკი ალაგ-ალაგ ჩაცვენილია და თუ დაკვირვებულად არ გადადგამ ნაბიჯს, მუხლამდე ჩავარდები და მიწაზე აღმოჩნდები. იქ კიდევ შესაძლოა ფეხზე ან ვირთხა, თაგვი ან ქვეწარმავლი შემოგეხიოს და დაგკბინოს. წვიმა რეცხავს ქოხის გარეთა და შიდა ჩამპალ კედლებს. ამ ფიცრულში ცხოვრობს 91 წლის ნინა ბურაშოვა, რომელიც 5 წელია ლოგინად ჩაწოლილია, პამპერსი და გამაყუჩებელი წამლებიც კი მისთვის ფუფუნებაა. პენსიით ნაყიდი შეშა ვიღაცამ მოპარა. იძულებული გახდნენ, ეზოში მდგარი ხეხილის ხეები დაეჭრათ, რომ არ დახოცილიყვნენ სიცივით. სოფელს წყალი არა აქვს და კილომეტრებიდან ეზიდებიან სასმელ წყალს. დაბანა, რეცხვა და სხვა ჰიგიენა კარგა ხანია დაავიწყდათ რას ნიშნავს… თავად ვალენტინა ვერულაშვილიც, ბურაშოვას შვილი უმძიმესი ავადმყოფია და გამაყუჩებლი მედიკამენტებუით გააქვს წუთისოფელი. ერთი თვალით უსინათლოა, მეორე თვალით კი ბუნდოვნად ხედავს. რაც საგანგაშო კი არადა, უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი, გულგრილობა, ვალდებულების იგნორირება და არაადამიანური მოპყრობაა, სოცაგენტის მხრიდან, რომელმაც ამ ოჯახის შეფასება მოახდინა, რომ სოცსტატუსისთვის განსაზღვრულ ქულებს გადააჭარბა და უმაღლესი ქულებით შეაფასა მდგომარეობა და ამ მიზეზით სახელმწიფო შემწეობა ამ ორ მოხუცს, მოესხნათ.
ორი თვის წინ, ,,სოლიდარობის სახლის” მიერ გასაჯაროებული ამ ფაქტის შემდეგ, სოცსააგენტომ ვერულაშვილების ოჯახის ხელახლა გადამოწმება მოახდინა. ჰოი, საოცრებავ, შეფასება მოვიდა უფრო მაღალი ქულებით, ვიდრე წინაზე. ქალბატონი ვალენტინა გულამოხეთქილი ტიროდა და ეს უკანასკნელი იმედიც გაუცრუვდა. ძლივს დვარწმუნეთ, კიდევ ერთხელ მიემართა სოცსააგენტოსთვის. ისევ ველოდებით ახალ იმედს ან ახალ იმედგაცრუებას!
ეს ორი მოხუცი სულს ღაფავს და ალბათ, სულის ამოხდენამდე, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გადაუგდებენ შემწეობას. ხელებსაც ასე დაიბანენ!

,,სოლიდარობის სახლი” დაუკავშირდა თერჯოლის ბონდო სოფრომაძეს, რომელსაც ვერაფრით დავაჯერეთ, რომ ასეთი უკიდურეს პირობებში ცხოვრობენ მოხუცები. ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაგვიხადა და დადასტურების შემთვევაში დახმარებას დაგვპირდა, თუმცა 2 თვე გავიდა და აქამდე ვერ მოიფიქრა, როგორ დაეხმაროს ამ ოჯახს! სოფელ ძევრის გამგებელმა ფრიდონ კუტალაძემ, 100 ლარით ძლივს გაიმეტა მოხუცებისთვის, თურმე, მეტი თანხა ბიუჯეტში არ მოეპოვება…

თამილა ლომიშვილი

წინა სტატია

„ღირსეული კაცია“ - გედევან ფოფხაძე გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

შემდეგი სტატია

ამოღებულია 1 206 ბოთლი უაქციზო ვისკი და კონიაკი, რაც საერთო ღირებულებით  31 000 ლარს აღემატება

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.