მთავარი»საზოგადოება»ძაღლის გადასარჩენად დაღუპული მამაკაცისთვის მემორიალის გასახსნელად ხელმოწერები გროვდება

ძაღლის გადასარჩენად დაღუპული მამაკაცისთვის მემორიალის გასახსნელად ხელმოწერები გროვდება

8
Shares
Pinterest Google+

 

 

გაკეთდეს ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი – ამ მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება. მოქალაქეები ითხოვენ, რომ 5 აგვისტოს, ქობულეთში ძაღლის გადასარჩენის დროს დაღუპულ 51 წლის მამაკაცს მემორიალი დაუდგან. როგორც პეტიციის ავტორები წერენ, იმ შემთხვევაში თუ პეტიცია საკმარის ხმებს შეაგროვებს, ამ ძეგლს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია გააკეთებს.

“საქართველოში მოხდა ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თანადგომის და დახმარების უპრეცედენტო შემთხვევა.

ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­კუ­თა­რი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნის დროს, 51 წლის მა­მა­კა­ცი და­იხ­რჩო. შემ­თხვე­ვა 5 აგ­ვის­ტოს, ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ავ­თან­დილ ცხვე­დი­ა­ნი, რო­გორც მის­მა ერთ-ერთმა მე­გო­ბარ­მა განაცხადა, ცხოველებზე შეყვარებული ადამიანი იყო. მან ერთი ძაღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მო­ას­წრო, მე­ო­რეს­თან ერ­თად კი და­ი­ღუ­პა.

ავ­თან­დილს მისი საკუთარი შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და და ის ძაღ­ლებ­ზე ზრუნ­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი ოთხფეხა მეგობრები მისთვის ყველაფერი იყვნენ. ის უვლიდა და აპურებდა როგორც უბნის ძაღლებს, ასევე საკუთარს.

“პირადად მას ორი ძაღ­ლი ჰყავ­და, უვ­ლი­და მათ და ეს იყო მისი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ერთი დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნა და მე­ო­რე ძაღ­ლის საშ­ვე­ლად რომ შე­ვი­და, ამ დროს ეს ენით აუწერელი ტრაგედია მოხ­და. ის იყო უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და უწე­სი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი! ნა­კი­თხი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კაცი. ცხოველთა ერთგული და უანგარო მეგობარი. ის ყვე­ლას ასეთი ემახსოვრება და ის ძალიან დაგ­ვაკ­ლდება.”- განაცხადეს მისმა მეგობრებმა.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მაშ­ვე­ლებ­მა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ჩვენი პეტიციის მიზანია, საქართველოში ასეთი უპრეცედენტო, ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თავგანწირვის საოცრად ზეჰუმანური ფაქტის გამო, ნიშნად ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულის და თანადგომისა, გაკეთდეს ამ საოცარი ადამიანის, ავთანდილ ცხვედიანის და მისი დაღუპული ოთხფეხა მეგობრის ძეგლი/მემორიალი. ცხოველის და ადამიანის მეგობრობის და  სიყვარულის უპრეცედენტო ისტორიების გარშემო არსებობს მსოფლიოში მსგავსი მემორიალები,რაც ადამიანებში ჰუმანურ მენტალიტეტს და ცხოველთა მიმართ სიყვარულის გრძნობას ამაღლებს.

ჩვენი პეტიციის მიზანიც სწორედ ესაა, ამ ტრაგიკული შემთხვევის, ამ ადამიანის და მისი ოთხფეხა მეგობრის მემორიალი გახდეს ქართველი ხალხისა და ახალგაზრდობისთვის ჰუმანური მენტალიტეტის ამაღლების და ცხოველთა მიმართ მეგობრობის და თანადგომის მაგალითი!

თუ ეს ჰუმანური პეტიცია თქვენს საკმაო ხმას შეაგროვებს, ყველასათვის ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია დიდი ენთუზიაზმით მზადაა განახორციელოს ის. ასე რომ, თქვენი დახმარება გვჭირდება მეგობრებო!!! ერთად განვახორციელოთ და ეს სიყვარულის და თავგანწირვის პროექტი და ხორცი შევასხათ ამ ზეჰუმანური გმირი ადამიანის ხსოვნას.” – წერია პეტიციაში.

წინა სტატია

როგორ მზადდებოდა აგვისტოს ომი, ვინ გაყიდა საქართველო - კარგად დავიწყებულ-გადაფარული დეტალები

შემდეგი სტატია

„ბიძინა რომ დავუძახო, ეგრევე მოფრინავს“ ირაკლი ოქრუაშვილმა ციხეში კოღო „დაიმეგობრა“