მთავარი»სპორტი»„დინამო“- „ფეიენორდის“ მატში ცარიელ სტადიონზე ჩატარდება

„დინამო“- „ფეიენორდის“ მატში ცარიელ სტადიონზე ჩატარდება

7
Shares
Pinterest Google+

 

უეფამ არ დააკმაყოფილა თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა და როტერდამის „ფეიენორდთან“ მატჩი „დინამო არენაზე“ გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, უეფას ეთიკისა და დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა. კერძოდ, უეფას გადაწყვეტილებით, „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდთან” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს. ამასთან, უეფამ “დინამო” 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფას ცნობით, სანქციების მიზეზი აზერბაიჯანული “გაბალასთან” მატჩისას „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილებია.

“დინამომ” უეფას გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ.

ipn

წინა სტატია

27 წლის დედა გორის სამშობიაროში შვილს ტოვებს - მედიკოსებმა პოლიცია გამოიძახეს

შემდეგი სტატია

რუსეთის გამანადგურებლებმა ნატოს F-18 ტიპის გამანადგურებელი მოიგერიეს