მთავარი»სამართალი»დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს

დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი რესტორანში ჩხუბისთვის დააკავეს

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ირაკლი ქუმსიშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ის ადმინისტრაციული წესით, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.

წინა პოსტი

„არც მე და არც გედი ამ ჭორებს არ ვადასტურებთ“

შემდეგი პოსტი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს