მთავარი»პოლიტიკა»დღეს, კიევში გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

დღეს, კიევში გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

9
გაზიარებები
Pinterest Google+

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვალ შეხვდება. შეხვედრა შედგება უკრაინის დედაქალაქში, კიევში, სადაც ექსპრეზიდენტი ამჟამად იმყოფება.

სანიკიძემ სააკაშვილთან შეხვედრა ცოტა ხნის  წინ დაანონსა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტთან „ქვეყნის სვე-ბედზე“  საუბარს აპირებს.

“2020NEWS”-ს სანიკიძემ შეხვედრის სავარაუდო თარიღიც დაუსახელა. „შეხვედრას გიორგობამდე ვგეგმავ“, – განუცხადა მან სააგენტოს.

შეხვედრა ნამდვილად გიორგობამდე შედგება, გიორგობის შემდეგ, 25 ნოემბერს კი ოპოზიციას დიდი აქციაა აქვს დაანონსებული, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით.

წინა პოსტი

„ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა“ - რას წერს შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე?

შემდეგი პოსტი

„მე გემუქრები და ვასრულებ“ - რა უთხრა პუტინმა საკაშვილს 2008 წელს?