მთავარი»ეს საინტერესოა»დღეს ბიბლიოთეკებში რაც ხდება, კატეგორიულად მიუღებელია

დღეს ბიბლიოთეკებში რაც ხდება, კატეგორიულად მიუღებელია

0
Shares
Pinterest Google+

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას ( თბილისის მერია ბიბლიოთეკარების გათავისუფლებას ცდილობს ) დაგეგმილ საბიბლიოთეკო რეფორმის ფარგლებში ბიბლიოთეკარების გათავისუფლების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ არცერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს.

კალაძის თქმით, რაც დღეს ბიბლიოთეკებში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.

„იქ მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი ენდობა ჩემს განცხადებებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ. რაც დღეს იქ ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. ბიბლიოთეკებში ძირითადად ხდება ბორშჩისა და ხარჩოს მომზადება, რაც ძალიან მძიმეა და ახალგაზრდას არანაირი სურვილი აღარ უჩნდება იქ შესვლის. მე ამ ადამიანებს დავპირდი, რომ არცერთი არ დაკარგავდა სამუშაო ადგილს. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

წინა სტატია

ისინი 26 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდნენ - დიდება გმირებს!

შემდეგი სტატია

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან - ქართველები პაკისტანში

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *