მთავარი»Slider»დესანტმა ანუარხუს შტურმი 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, დაიწყო – ეს ჩვენი ისტორიაა

დესანტმა ანუარხუს შტურმი 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, დაიწყო – ეს ჩვენი ისტორიაა

8
Shares
Pinterest Google+

გიორგი თავდგირიძე: “26 წლის წინ, ანუარხუზე, ოცდაათი კაციდან, სამი დაიღუპა, დანარჩენები დაიჭრა.
ზურა უსენაშვილი, სარდიონ კილასონია და როლანდ წერეთლი. ზურა უსენაშვილს შეეძლო პოზიცის დატოვება და უკან დახევა, მაგრამ მან არ მიატოვა პოზიცია და ბიჭებთან ერთად გაწირა თავი! სარიოდნ კილასონია ავღანეთის ომის ვეტერანი იყო, მას ავღანეთშის ომი გამოჩენილი მამაცობისთვის ორდენი ქონდა მიღებული. როლანდ წერეთი დაიღუპა 1993 წლის, 9 ივლის ანუაარქუზე თავის დაბადების დღეზე, და მას 16 წელი შეუსრულდა!”

დესანტმა ანუარხუს შტურმი 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, დაიწყო. მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს. ვითარება საგანგაშო გახდა, აფხაზებმა სოფლის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა აფხაზთა პირველი შეტევა ლიკვიდირებულ იქნა. შრომა სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ხეობიდან ამოსასვლელი ერთადერთი გზით შეიძლება. ამის მიუხედავად აფხაზებმა შრომის აღება მაინც მოახერხეს. სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოთ დაიკავეს.

გთავაზობთ მასალას, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა ambebi.ge-ზე, ავტორი ლადო გოგოლაძე.

1993 წლის 2 ივ­ლისს დი­ლის 5.00 სა­ათ­ზე ოჩამ­ჩი­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, დაბა ტა­მიშ­თან აფხა­ზურ­მა მხა­რემ სა­ზღვაო დე­სან­ტი გად­მოს­ხა. დე­სან­ტის რა­ო­დე­ნო­ბა 600 კაცს შე­ად­გენ­და. ბა­ტა­ლი­ო­ნის დე­სან­ტი­რე­ბას რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი უზ­რუნყვე­ლობ­და. 2 ივ­ლისს ტა­მი­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლე­ბი სა­ნა­პი­რო ზო­ლის კონ­ტროლს პრაქ­ტი­კუ­ლად არ ან­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ. დე­სან­ტმა ამით ისარ­გებ­ლა და ნა­პირ­ზე და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­და­ვი­და. დე­სან­ტმა ცა­კი­რა-ტა­მი­შის მო­ნაკ­ვე­თი და­ი­კა­ვა და პლაც­დარ­მის სწრა­ფი გა­ფარ­თო­ე­ბა და­ი­წყო. 2 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას პირ­ვე­ლი დარ­ტყმა ტა­მიშ­ში ლაბ­რა­სა და ზემო კინ­თხში გან­ლა­გე­ბულ­მა ნა­წი­ლებ­მა მი­ი­ღეს. დე­სან­ტთან ერ­თად გა­აქ­ტი­ურ­და ოჩამ­ჩი­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოქ­მე­დი აფხა­ზუ­რი ფორ­მი­რე­ბა. ჩქირ­დი­დან გა­მო­სულ­მა ჯგუფ­მა ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის ნა­წილს ჩრდი­ლო­ე­თი­დან შე­უ­ტია. შე­ტე­ვა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კაც­თა უმე­ტე­სო­ბა და­ი­ღუ­პა. ქარ­თულ­მა მხა­რემ სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე მებ­რძო­ლი და­კარ­გა. ქარ­თუ­ლი ჯა­რის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ მა­ლე­ვე მო­ახ­დი­ნეს მო­ბი­ლი­ზე­ბა და მტერს მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ტა­მიშ­თან გა­მარ­თუ­ლი ბრძო­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა მის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლეს, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რანს გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძეს ვთხო­ვეთ:

– ბრძო­ლა 2 ივ­ლისს და­ი­წყო და დას­რულ­და 10 ივ­ლისს, როცა დე­სან­ტის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ დავ­თან­ხმდით, რომ გაგ­ვეხ­სნა კო­რი­დო­რი, რათა ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ზურგს უკან არ­სე­ბუ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი მო­მა­რა­გე­ბუ­ლი­ყო ე.წ. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თით. ეს კო­რი­დო­რი რუ­სებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს იმი­სათ­ვის, რომ ია­რა­ღი და გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი გა­და­ეს­რო­ლათ ამ მი­მარ­თლე­ბით. უშუ­ა­ლოდ 2 ივ­ლისს გად­მოს­ხეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­გუ­ლა­რუ­რი არ­მი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკუთ­ვნოდ­ნენ რუ­სე­თის არ­მი­ას, მაგ­რამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ, რო­გორც გა­ურ­კვევ­ლი პი­რე­ბი, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო რუ­სე­ბის პირ­და­პი­რი ასო­ცი­რე­ბა ამ ომში.

 რაც შე­ე­ხე­ბა დე­სან­ტის ხა­სი­ათს, ით­ვა­ლის­წი­ნებ­და გარ­კვე­ულ ვე­რა­გო­ბას და მზაკ­ვრო­ბას რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის სა­ფარ­ქვეშ, მათ მხო­ლოდ მას მერე და­ი­წყეს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა, რაც უკვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ და ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყო­ფებს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ესხნენ თავს. თავ­დას­ხმა მოხ­და მთე­ლი ფრონ­ტის გას­წვრივ თით­ქმის ყვე­ლა ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ ჯა­რებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი. და­წყე­ბუ­ლი ანუ­არ­ხუს სი­მაღ­ლე­ე­ბი­დან – დამ­თავ­რე­ბუ­ლი ცა­გე­რამ­დე. საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად ახლო-ახ­ლოს იყო, რომ ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი კარ­გად არ­ჩევ­დნენ მტრის ჩაც­მუ­ლო­ბას, რო­მე­ლიც არ იყო, არც ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ლე­ბის და არც აფხა­ზე­ბის. ეს ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვი­ლი ისე, რო­გორც შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­დე­სან­ტო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ჯა­რი­სა­კცებს. მათ ჰქონ­დათ სრუ­ლი ეკი­პი­რე­ბა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე­სან­გრე­თა ნიჩ­ბე­ბიც კი. გარ­და ამი­სა, ისი­ნი სა­უბ­რობ­დნენ გა­მარ­თუ­ლი რუ­სუ­ლით, ანუ ამით იმის თქმა მინ­და, რომ მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან იოლი იყო, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ მა­შინ არა­ვი­თა­რი სა­ბუ­თი ხელ­ში არ ჩაგვვარ­დნია, რად­გან ეს იყო არა­პირ­და­პი­რი რუ­სუ­ლი ოპე­რა­ცია და მათ და­ღუ­პუ­ლებს არა­ვი­თა­რი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ გა­აჩ­ნდათ.

– დაზ­ვერ­ვას თუ ჰქონ­და მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ რა­ღაც მსგავ­სი იგეგ­მე­ბო­და?

– ჩა­ნა­სახ­ში მყოფ ქარ­თულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს რომ მა­ღა­ლი დო­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი არ გა­აჩ­ნდათ, რო­მე­ლიც ზუს­ტად გან­სა­ზღვრავ­და დროს, ად­გილს და სხვა, მგო­ნი ყვე­ლას­თვის ცხა­დია და ამის და­მა­ლა­ვა გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ზო­გა­დად, რუ­სებს ხში­რად სჩ­ვე­ო­დათ ვე­რა­გო­ბე­ბი. მაგ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გაგ­ვაყ­ვა­ნი­ნეს მძი­მე ტექ­ნი­კა, არ­ტი­ლე­რია, ძი­რი­თა­დი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და შემ­დეგ გე­ნე­რა­ლუ­რი შტურ­მი და­ი­წყეს სო­ხუმ­ზე, რა­საც მოჰ­ყვა კი­დეც სო­ხუ­მის და­ცე­მა.

– ქარ­თუ­ლი ჯარი რამ­დე­ნად მზად შეხ­ვდა თავ­დას­ხმას?

– სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ იყო ერ­თი­ა­ნი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სის­ტე­მა და ხში­რად გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გვიწ­ვე­და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ქვე­და­ნა­ყო­ფის ყოლა ვიდ­რე ამას სი­ტუ­ა­ცია მო­ი­თხოვ­და. ერ­თი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის სის­ტე­მა ისე არ იყო აწყო­ბი­ლი, რო­გორც ტრა­დი­ცი­ულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ამ ყვე­ლაფ­რი­დან და კი­დევ სხვა უა­მა­რა­ვი მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი შეხ­ვდნენ მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, ვერ მი­ი­ღეს სწო­რე­ბა და დე­სან­ტის გად­მოს­ხმის პირ­ვე­ლი დღე მტრის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ახ­ლა­დფე­ხად­გმუ­ლი ჯა­რის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, დე­სან­ტმა პირ­ვე­ლი­ვე დღეს­ვე ვერ მი­აღ­წია და­სა­ხულ მი­ზანს, ანუ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ანუ­არ­ხუს სი­მაღ­ლის და­კა­ვე­ბა და შე­მოდ­გო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის პლაც­დარ­მის შექ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თუ­ლი ჯა­რის მხრი­დან დიდი ზა­რა­ლი­სა, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცხა­დი გახ­და, რომ ეს დე­სან­ტი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის იყო გან­წი­რუ­ლი. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ბლიც-კრი­გი, რო­მე­ლიც არ გა­მო­უ­ვი­დათ და ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და 9 ივ­ლისს ანუ­არ­ხუს შტურ­მით. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ამ ანუ­არ­ხუს და­კა­ვე­ბა, რად­გან სო­ხუ­მი მო­წყვე­ტი­ლი იქ­ნე­ბო­და დახ­მა­რე­ბას ზურ­გი­დან და ის შტურ­მი, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ზე სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, და­ი­წყე­ბო­და ივ­ლის­ში. დე­სან­ტის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მერე, რუ­სებ­მა უფრო სა­მარ­ცხვი­ნოს, თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო ხრიკს მიმ­რთეს, რო­დე­საც თა­ვის თავ­ზე აი­ღეს სამ­შვი­დო­ბო მი­სია. გა­ნა­ი­ა­რა­ღეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და ამით არა მხო­ლოდ სო­ხუ­მის აღე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ მთე­ლი აფხა­ზე­თის, რად­გან ქარ­თულ­მა მხა­რემ ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბის გა­დას­რო­ლა, რო­მე­ლიც გა­უმკლავ­დე­ბო­და რუ­სულ-აფხა­ზურ-ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ურ ძა­ლებს. ზო­გა­დად, არ­მია, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­შია, პა­ტა­რა და­მარ­ცხე­ბის დრო­საც გა­ცი­ლე­ბით მო­წყვლა­დია, ვიდ­რე რე­გუ­ლა­რი ჯარი, რო­მელ­საც პა­ტა­რა მარ­ცხის კომ­პენ­სი­რე­ბა შე­უძ­ლია, თუნ­დაც რე­ზერ­ვე­ბით.

– ქვე­და­ნა­ყოფ­მა, რომ­ლის რი­გებ­შიც თქვენ იბ­რძო­დით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა მტერს, რო­დე­საც სამი ტან­კი გა­უ­ნად­გუ­რა…

– მე ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი სა­არ­მიო კორ­პუ­სის დაზ­ვერ­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი. ეს ბა­ტა­ლი­ო­ნი აღ­მოჩ­ნდა ანუ­არ­ხუს სი­მაღ­ლე­ზე ალ­ყა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­ყა­ში ვი­ყა­ვით, კარ­გი პო­ზი­ცია გვქონ­და. მტე­რი ცდი­ლობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბო­და სწრა­ფად, გე­ნე­რა­ლუ­რი დარ­ტყმით და­ე­კა­ვე­ბი­ნა სი­მაღ­ლე. ამ შტურ­მის­თვის მათ გა­მო­ი­ყე­ნეს ტან­კე­ბი. ისი­ნი ელოდ­ნენ, რომ რო­დე­საც ჩვენს პო­ზი­ცი­ა­ზე შე­მო­იჭ­რე­ბოდ­ნენ, ჩვე­ნი დაც­ვის სიმ­ყა­რე მო­ირ­ღვე­ო­და და გა­ვიქ­ცე­ო­დით, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ მათი შეც­დო­მა ჩვენ სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, შე­ვა­ჩე­რეთ მათი ქვე­ი­თი ძა­ლე­ბი და პო­ზი­ცი­ა­ზე შე­მო­სუ­ლი ტან­კე­ბი ავა­ფეთ­ქეთ.

– რო­გორ ფიქ­რობთ, ტა­მი­შის ბრძო­ლა არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი?

– ის­ტო­რი­ა­ში უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბიც არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს არის ჩვე­ნი თა­ო­ბის ბრძო­ლა და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ თა­ო­ბის­თვის ეს იყო ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბრძო­ლა, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ სხვა ბრძო­ლე­ბიც, იმა­ვე აფხა­ზე­თის ომში, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ჯა­რის სიძ­ლი­ე­რე კარ­გად გა­მოჩ­ნდა. რთუ­ლია, შე­ა­და­რო, რო­მე­ლი უფრო მძი­მე ბრძო­ლა იყო ან რო­მე­ლი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ აფხა­ზე­თი ყო­ველ­გვა­რი ბრძო­ლის გა­რე­შე შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. მე არ­ცერთ ჯა­რის­კაცს არ ვუ­კარ­გავ დამ­სა­ხუ­რე­ბას და ქედს ვიხ­რი მათ წი­ნა­შე. ეს იყო ცალ­კე­უ­ლი ქარ­თვე­ლი­სა და ცალ­კე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის გმი­რო­ბის ილუსტრა­ცია.

წინა სტატია

რუსული ოთხპუნქტიანი გეგმა საქართველოს წინააღმდეგ

შემდეგი სტატია

ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გაშვებას არ აპირებს