მთავარი»საზოგადოება»„დედას აგინებდა მღვდლებს, შუა თითს გვაჩვენებდა ყველას.. ვუთხარი “ფუ შენს ქალობას თქო” და შევაფურთხე“

„დედას აგინებდა მღვდლებს, შუა თითს გვაჩვენებდა ყველას.. ვუთხარი “ფუ შენს ქალობას თქო” და შევაფურთხე“

9
Shares
Pinterest Google+

 

კონტრაქციის მონაწილე, რომელიც დაკავებული იყო და გაათავისუფლეს, ყვება, რომ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ეკლესიასა და მღვდლებს აგინებდა.

“ნატა ფერაძეს, რომელიც აყენებდა ეკლესიას შეურაცხყოფას, დედას აგინებდა მღვდლებს, ბოლოს შუა თითს გვაჩვენებდა ყველას და იქ პროვოკაციას მიმართავდა, როცა ჩვენს შორის გამოიარა, ვუთხარი “ფუ შენს ქალობას თქო” და შევაფურთხე. ამას ვამბობ და ვაღიარებ, რაც გავაკეთე და რის გამოც დამიჭირეს მე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვა ბრალეულობები წამიყენეს, ვითომ მე პოლიციას შევაგინე ან ვინმეზე ხელით გავიწიე, საერთოდ უზრდელი სიტყვა არ მითქვი,” – ამბობს კონტრაქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.

პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე ტერიტორიას არ ტოვებდა გვიან ღამემდე და ამბობდა, რომ სახლში წასვლის შესაძლებლობა იმ გზით უნდა ჰქონოდა, როგორც ტავად ენდომებოდა და არა პოლიციის კორდონის თანხლებით, რა დროსაც კონტრაქციის მონაწილეები მას მუქარის შეძახილებით დასდევნენ – მოკალით, დაამტვრიეთ.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.

მეტრონომი

წინა სტატია

„ჯვარი სულ თან მაქვს, ჩემი ყოველი დილა ლოცვით იწყება და საღამო ლოცვით მთავრდება“ – მარკუს მეტრეველი

შემდეგი სტატია

ფოთელი 8 წლის საბა გოგია უშუ კუნგფუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.