მთავარი»პოლიტიკა»„დავუმტკიცებ, რომ ნამდვილი მატყუარაა“ – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

„დავუმტკიცებ, რომ ნამდვილი მატყუარაა“ – გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს

8
გაზიარებები
Pinterest Google+

„ვთავაზობ ირაკლი კობახიძეს, სადაც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს დებატებში და ხალხს ვაჩვენოთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს“, -ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ განაცხადა.

„ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი შუბლძარღვგაწყვეტილი იურისტი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ამტკიცოს. დაუსვით კითხვა: არის თუ არა ქუთაისში ისტორიული ძეგლის ფასადის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული – აუცილებლად მოიგონებს რაღაცას. მისი სიტყვის სანდოობა არის ნული. თქვენი ეთერით ვთავაზობ ირაკლი კობახიძეს, სადაც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს დებატებში და ხალხს ვაჩვენოთ ვინ ტყუის და ვინ ამბობს სიმართლეს. პირადად ჩემი მოფიქრებულია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელი, რაც „გერმანული მოდელის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოვიდეს მზად ვარ დავჯდეთ და ვისაუბროთ ამ სისტემასთან დაკავშირებით და თქვას ერთი არგუმენტი, რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ჩამოყალიბებული მატყუარაა, მოვიდეს დამიჯდეს პირდაპირ ეთერში, იქ ვეტყვი და დავუმტკიცებ, რომ ნამდვილი მატყუარაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წინა პოსტი

6–7 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა -2, -5 გრადუსამდე დაიკლებს

შემდეგი პოსტი

გუბაზ სანიკიძე პოლიციელებს -ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას