მთავარი»საზოგადოება»„დაწერე წიგნი ორი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე და შენს გაჭირვებასაც ბოლო მოეღებაო“

„დაწერე წიგნი ორი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე და შენს გაჭირვებასაც ბოლო მოეღებაო“

28
გაზიარებები
Pinterest Google+

მწერალი და ჟურნალისტი დინა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

„წლის ან უფრო მეტი ხნის წინ, ტელეფონზე ვიღაც გოგონა დამიკავშირდა…
მითხრა, რომ ძალიან კარგად ვწერ და მისი უფროსობა დაინტერესებულია ჩემით, რომ რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელია და შემოთავაზება აქვს…
– დაწერე წიგნი ორი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე.
ჩვენ მას გამოვცემთ, გაგიყიდით, გავიტანთ ქვეყნის გარეთ, ყველა კონკურსზე იქნება ნომინირებული და უმეტესად გამარჯვებულიც.
ძალიან დიდ თანხას ჩავდებთ და უფრო მეტს ამოვიღებთ და რა თქმა უნდა, შენს გაჭირვებასაც მოეღება ბოლო.
წინადადება მართლაც მაცდურად ჟღერდა, მაგრამ ჩემი ბუტია მუზის ამბავი რომ ვიცი, ვერ დავწერ – თქო, მაშინვე მოვახსენე…
მოსაფიქრებელი დროც კი მომცა.
არა და არა, არ გამომივა და მორჩა – მეთქი.
მაშინ – არ ვეთმობოდი აშკარად- ძალადობაზე დაწერე….თითქოს ვიღაცამ იძალადა შენზე, კლასელმა, ჯგუფელმა, მასწავლებელმა, ლექტორმა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტე ამის გამხელა…

ზრდილობიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს….

უბრალოდ ამბავი მოვყევი ახლა…“ – წერს დინა მირცხულავა.

წინა პოსტი

ბავშვები მოტყუებით გადაიღო - ლევან აკინის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა

შემდეგი პოსტი

„ეს რომ 30 წლის წინ გვცოდნოდა, რამდენი ადამიანი დარჩებოდა მიტინგებზე?"