მთავარი»სამართალი»დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა – შსს სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა – შსს სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

0
Shares
Pinterest Google+

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, სამართალდამცველები გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე. თავდაპირველად ზარის ინიციატორსა და მის დედას გავესაუბრეთ. შემდგომ ისინი გადავიყვანეთ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. მოცემულ სსს-ზე ჩატარდა ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სსს-ზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმდინარეობს” – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე “ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ილია ჯიშკარიანი კი გაუპატიურების მცდელობას უარყოფს და ყოფილ თანაშემწეს შანტაჟშიც კი ადანაშაულებს.

წინა სტატია

„ქალმა გცემოს და აქ იჯდე, უხერხულია“ - გოცირიძე ზარდიაშვილზე

შემდეგი სტატია

„მის გვერდით, ბალიშზე იყო დახვეული“ - გორში ახალგაზრდა ქალი საწოლში გველმა დაგესლა