მთავარი»სამართალი»დააკავეს პირი, რომელმაც „კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა

დააკავეს პირი, რომელმაც „კოკა-კოლას“ ოფისის სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა

2
Shares
Pinterest Google+

პოლიციამ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი დააკავა, რომელმაც „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებული 1981 წელს დაბადებული პირია.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატია

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა