მთავარი»პოლიტიკა»„ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“

„ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“

10
Shares
Pinterest Google+

ჩვენთვის მისაღებია, საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრა იყო დისკუსია და ამ დისკუსიაში სხვადასხვა შემოთავაზება განიხილებოდა.

„გუშინდელი შეხვედრა იყო დისკუსია. ამ დისკუსიაში მონაწილეები განიხილავდნენ სხვადასხვა შესაძლებლობას, რომ შეიძლება საქართველო მიუახლოვდეს ნატოს , იმ პირობებში, როცა 20 % აქვს ოკუპირებული. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იმსახურებდა ამხელა ღელვას, ეს არ ნიშანვს ნატოს პოლიტიკის შეცვლას საქართველოს მიმართ ან პირიქით. საქართველოს სურვილია, რომ იყოს ნატოს წევრი სრულად და ნატოს სურვილიც არის ეს, მას შემდეგ რაც დაძლეული იქნება წინაღობები.

იგი არ ყოფილა ოფიციალური წარმომადგენელი, უბრალოდ მან აზრი შესთავაზა საქართველოს. ჩვენთვის მისაღები, არის რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს სრული ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უნდა განიხილებოდეს, მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმით ნატოში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

„ამერიკელი კონსულტანტი უყვირის პარლამენტის ვიცე-სპეკერს.. ეს იყო არაპროფესიონალიზმის და გაუზრდელობის დიდი მაგალითი“

შემდეგი სტატია

საჯარო სკოლების ნაწილში სწავლის დაწყება შესაძლოა, გადაიდოს