მთავარი»პოლიტიკა»ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო და რა უნდა ექნათ – ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!

ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო და რა უნდა ექნათ – ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!

8
Shares
Pinterest Google+

ჭიათურა ახლა ძალიან ცხელია გაფიცვისა და იმ ვითარების გამო, რომ მთელი მთავრობა იქ არის“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიამ  ისაუბრა შუალედური არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ აქამდე ყურადღება სხვაგან იყო, თუმცა ამჟამად ჭიათურა ცხელი ადგილია.
„გვყავს ის, ვისაც მხარს ვუჭერთ არა მარტო მთაწმინდაზე, არამედ მარნეულში, ჭიათურაში, ოზურგეთში, წყალტუბოში და ა.შ. ჭიათურა ახლა ძალიან ცხელია, გაფიცვის და იმ ვითარების გამო, რომ მთელი მთავრობა იქ არის. აქამდე ყურადღება იყო შალვა შავგულიძეზე, ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი დაესხა თავს პერსონალურად და მთელი „ოცნება“, მერე გადავიდნენ ზუგდიდზე, სადაც ძალადობას მიმართა უკვე ღიად „ოცნებამ“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიამ ისაუბრა ჭიათურაში არსებული ვითარების შესახებ და წამყვანის კითხვაზე იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს დახმარება აღუქვა და გააკეთებენ ყველაფერს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს, უპასუხა, რომ თავიდან ეს ასე კვალიფიციურად ჩამოყალიბებული არ იყო.
„კალაძემ თქვა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მიდით და ახლავე დაიწყეთ საუბარიო და იქ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რაღაც გაარკვიეს ამ კომპანიასთან ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად, მაგრამ მერე თურმე არაფერი არ იყო გარკვეული. ორ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა: იმას, რაც მოხდა წინა დღეს, როცა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელი მიუგზავნეს, ცნობილი ქურდის, „რემენას“ ძმა, რომელიც ძალიან აგრესიული იყო თავის გარემოცვასთან ერთად მედიის მიმართ. აქ ჩანს ეს კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, დავალებით იყო, რომ იქ გაეყვანა გვერდზე ვიღაც და ეთქვა, დაიშალეთ ძმებოო. მეორე, უბრალოდ აღსანიშნავი იყო ღარიბაშვილის დღევანდელი გზავნილი. ეს ყველაფერი მან, რა თქმა უნდა, დააბრალა წინა მთავრობას და მერე დააყოლა კიდევ უფრო ეგზოტიკური რაღაც – კოჰაბიტაციის ბრალი იყო და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდესო. რას გულისხმობდა, იმას, რომ ყველა არ დაიჭირეს და საერთოდ, ოპოზიცია რომ არსებობს, მაგას? ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო, მაგრამ არ იძახის, რა უნდა ექნათ – ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!“ – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ზესტაფონის მოსახლეობასთან პარტიის ლიდერების შეხვედრაზე წინა ხელისუფლების მმართველობა გაიხსენა.  პოლიტიკოსმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობრივი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას არათუ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი არ უნდა ჰქონდეს მძიმე წარსულიდან გამომდინარე. ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია შეცდომა იყო.

წინა სტატია

მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ, მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ

შემდეგი სტატია

„19 მაისი არის სატანური დღე, ამ დღეს არჩევნების დანიშვნა იყო სრული აბსურდი“- მიხეილ ცაგარელი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.