მთავარი»საზოგადოება»ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ თმებით ათრია

ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ თმებით ათრია

5
Shares
Pinterest Google+

 

ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში სკან­და­ლუ­რი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რო­მელ­შიც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­სილ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი (ზო­გი­ერთ წყა­რო­ში გო­გი­ჩა­ე­ვი) მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პარ­ტია “რუ­სე­თის პატ­რი­ო­ტე­ბის” წევ­რი არ­დო­ნის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბელს თმებ­ში სწვდა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვე­ბის თვალ­წინ ჩა­ი­დი­ნა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, 6 მარტს პო­ლი­ტი­კო­სი ვა­სილ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს, საკ­ლა­სო ოთახ­ში შე­იჭ­რა და და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელს და­ეს­ხა თავს. შემ­დეგ კი მას­წავ­ლე­ბელს თმა­ში სწვდა და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­ათ­რია.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “360”-ის ცნო­ბით, დე­პუ­ტა­ტი მას­წავ­ლე­ბელს იმის გამო გა­უს­წორ­და, რომ მან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და აღ­მზრდე­ლო­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­უ­ტა­რა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­პუ­ტატ­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის ინ­ცი­დენტს შე­ეს­წრნენ, ის­ტე­რი­კა­ში იყ­ვნენ.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­და უარი დე­პუ­ტა­ტის მან­დატ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ვი­დეო ჩა­წე­რა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ვი­თარ ცე­მას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და გაბ­რა­ზე­ბა მისი ძმის­შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას­თვის 70 რუბ­ლის მო­პარ­ვის დაბ­რა­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკან­და­ლი რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გან­გებ აუ­გო­რა.

რეზონანსი

წინა სტატია

„სასურველია აფხაზეთის სომხური ეკლესიები დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას ან თქვენ“ - ზურაბიშვილი გარეგინ მეორეს

შემდეგი სტატია

ბოლნისის და დაბა თამარისის ბიბლიოთეკებში კომპიუტერული კუთხეები შეიქმნა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *