მთავარი»მსოფლიო»ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 – დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში – კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

წინა პოსტი

ახალგაზრდას, რომელმაც ქორწინების მიზნით 17 წლის გოგო მოიტაცა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

შემდეგი პოსტი

ომბუდსმენი - მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა