მთავარი»მსოფლიო»ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 722-ს მიაღწია

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 722-ს მიაღწია

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3,399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34,546-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2,050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

წინა პოსტი

ბიჭს, რომელმაც ქუჩის ძაღლი თავისი სვიტერით გაათბო, სწავლას დაუფინანსებენ

შემდეგი პოსტი

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა