მთავარი»პოლიტიკა»„ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ“

„ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ“

7
გაზიარებები
Pinterest Google+
„ოპოზიციას უფრო კარგი წარმოდგენა აქვს „ქართულ ოცნებაზე“, ვიდრე „ოცნებას“ საკუთარ თავზე, რადგანაც ფიქრობდა, რომ ოცნება არ დაარღვევდა დანაპირებს. რეალურად კი, ორივე პარტია, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ თავისი განაყოფებით, აბსოლუტურად ერთნი არიან და ერთნაირი მონდომებით იბრძვიან ამ ქვეყანაში ისეთი საარჩევნო მოდელის მიღებაზე, რომლის მეშვეობითაც გამარჯვება უნდათ. მაგრამ შემიძლია დავაწყნარო, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომ ამ ქვეყანაში „ნაცებმა“ გაიმარჯვონ. ამასთან, მათ იმდენად არადეკვატური შეხედულება აქვთ დღევანდელ რეალობაზე, რომ ვერ აფასებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოებაში გაგაჩნიათ და მაინც ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. ამას კი, სხვა არაფერი ქვია, თუ არა ძალადობა საზოგადოებაზე და ეს მემკვიდრეობით სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაუტოვა, იმიტომ რომ, მხოლოდ ასეთი კონკურენტი აწყობდათ. რადგან ვერც „ ოცნებაში“ უშვებენ ხელისუფლებიდან წასვლის ალბათობას და ჰგონიათ, რომ მხოლოდ „ნაცებთან“ დაპირისპირება შეუზღუდავს მოსხლეობას არჩევანის საშუალებას. მაგრამ, როდესაც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, ისინი მიდიან სხვადასხვა პროვოკაციებზე, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას იწვევს და ჩვენ ეს ერთხელ ნანახი გვაქვს….“ დავით ჭიჭინაძე
წინა პოსტი

„ჩემს ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში და შესაბამისად პარლამენტში ვეღარ ვხედავ“

შემდეგი პოსტი

სათვალე, გათხოვება, ორსულობა - რა ეკრძალებათ დასაქმებულ ქალებს იაპონიაში?