მთავარი»ეს საინტერესოა»ბრაზილიის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტუალეტში სიარულის გრაფიკი დაუწესა

ბრაზილიის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტუალეტში სიარულის გრაფიკი დაუწესა

10
Shares
Pinterest Google+

 

ივლისის თვეში ბრაზილიაში 2254 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტროპიკული ტყე გაიჩეხა, რაც წინა წლის მონაცემებზე 278%-ით მეტია და ქვეყანას სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს  შეუქმნის- ინფორმაციას IFLScience ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, რომელსაც  მემარჯვენე პოპულიზმში ადანაშაულებენ და ბენიტო მუსოლინის და ადოლფ ჰიტლერს ადარებენ, ეკოლოგიური და კლიმატური კრიზისის შესაჩერებლად საკუთარი იდეა გაახმოვანა. როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბოლსონარუს შეახსენა, რომ ტყეების ჩეხვამ შეიძლება ქვეყანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანოს და პლანეტაზე სათბურის ეფექტით გამოწვეული ცვლილებები დააჩქაროს, პასუხად მიიღო, რომ პლანეტის გადარჩენისთვის შეიძლება ტუალეტით დღეგამოშვებით ისარგებლონ.
„გარემოს დაბინძურება გაღელვებთ? მაშინ ნაკლები მიირთვით და დღეგამოშვებით მოისაქმეთ. ასე მთელი მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება“ – უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტს.
დიახ, ადამიანი, რომელმაც პრეზიდეტად არჩევის დღიდან ტროპიკული ტყეების ჩეხვა ისეთი ტემპებით გააჩაღა, რომ „კაპიტანი ხერხი“ შეარქვეს, მოსახლეობას თავშეკავებისა და ტუალეტში დღეგამოშვებით სიარულისკენ მოუწოდებს.
ჯონ ჰოპკინსისი უნივერსიტეტის Bloomberg-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ბიუს ლი ამბობს, რომ პრეზიდენტის იდეა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ  როდის უნდა მოვისაქმოთ და მით უმეტეს, ამის დაგეგმვა არ შეგვიძლია. 2018 წლის კვლევების თანახმად, ზრდასრული ადამიანის დეფეკაცია (კუჭში გასვლა) დღეში სამიდან კვირაში სამამდე განისაზღვრება. ამის გაკეთება უფრო იშვიათად, უბრალოდ სიცოცხლისთვის სახიფათოა. 2015 წელს 13 წლის გოგონა გარდაიცვალა იმის გამო, რომ დეფეკაცია რვა კვირის მანძილზე ვერ მოახერხა. განავლოვანი მასების დაგროვებამ მისი გულმკერდის ღრუს შევიწროვება გამოიწვია და საბოლოოდ, მოზარდი გულის შეტევით გარდაიცვალა. ასე, რომ შეგიძლიათ ტუალეტში ძველებური სიხშირით იაროთ, უბრალოდ მენიუში შეამცირეთ ხორცის რაოდენობა. მით უმეტეს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებაში მიწათსარგებლობისა და კლიმატის ცვლილების შესახებ, რეკომენდებულია მცენარეულ დიეტაზე გადასვლა ემისიების შემცირების მიზნით.

„პროგრესნიუსი“

წინა სტატია

32 წლის მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლე და ძმა დაჭრა

შემდეგი სტატია

ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა - იგოეთთან ავარიაში 3 ადამიანი დაიღუპა