მთავარი»ეს საინტერესოა»ბოლნისის და დაბა თამარისის ბიბლიოთეკებში კომპიუტერული კუთხეები შეიქმნა

ბოლნისის და დაბა თამარისის ბიბლიოთეკებში კომპიუტერული კუთხეები შეიქმნა

0
Shares
Pinterest Google+

აბა, რა გასაკვირია, რომ ჩვენი მოძრაობა ჩვეული შემართებით გრძელდება. ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტატის მულტიეთნიკურ დასახლებებს ვესტუმრეთ – დაბა თამარისი და სოფელი ბოლნისი. წიგნები ჩავიტანეთ და რაც მთავარია, უკვე კომპიუტერი და ინტერნეტიც აქვთ (პროექტი – ბიბლიოთეკარი, როგორც თემის მობოლიზატორი და თემის გამაძლიერებელი).

მეგობრებო, დღეს ბოლნისს ვესტუმრეთ. სოფელ ბოლნისის და დაბა თამარისის ბიბლიოთეკებში კომპიუტერული კუთხეები შეიქმნა. ჰოდა, დაბა თამარისში იყო ერთი აქტიური, პატარა ბიჭი. ჯერ ლექსები წაგვიკითხა და მერე მორიდებით გვითხრა, მე სადაც ვარ, ის სურათები ამობეჭდეთ და დედიკოს გამოუგზავნეთო. ინტერნეტში დავდებთ მეთქი (დევს კიდეც ამ გვერდზევე, ქვედა ალბომში). კომპიუტერი არ მაქვს და რომ მქონდეს, უფრო მეტს და მეტს ვისწავლიდიო. ეს არის ჩემი ოცნებაო. ასეთ თხოვნებს ვერიდები ხოლმე – ერთი რომ თვითონვე ვცდილობ საჯაროობის გარეშე გადავჭრათ პრობლემა და მეორეც, ვიცი ასეთი ბიჭი და გოგო უამრავია; თუმცა ამ ჯერზე ჩვენ არ შეგვიძლია მისი დახმარება. დარწმუნებული არაერთ კომპანიას ექნება თუნდაც მეორადი კომპიუტერი და გაუგზავნის პატარა თამარისელ ბიჭს. ველი თქვენს გამოხმაურებას, – წერს ფეისბუქზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

წინა სტატია

ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ თმებით ათრია

შემდეგი სტატია

„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *