მთავარი»საზოგადოება»„ბიძინა რომ დავუძახო, ეგრევე მოფრინავს“ ირაკლი ოქრუაშვილმა ციხეში კოღო „დაიმეგობრა“

„ბიძინა რომ დავუძახო, ეგრევე მოფრინავს“ ირაკლი ოქრუაშვილმა ციხეში კოღო „დაიმეგობრა“

17
Shares
Pinterest Google+

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან მორიგ ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს:

„ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.
დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა.
თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი , მაგრამ მალევე გადავიფიქრე. -მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე.
ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები , რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი.
სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი,აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი ,როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა , რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს , როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას.
თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი . საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს ,ვაგინებ და აშკარად ესმის .
როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის , ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე ,ზუსტად იმხელა აქვს , რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის.
ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005 -იან თავში რამე შევიდეს,
კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება .
როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ,საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება ,ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.
P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი .თუ მაინც მიჭერდი შე დედამო….ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი ,კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი“ – წერს ოქრუაშვილი.

წინა სტატია

ძაღლის გადასარჩენად დაღუპული მამაკაცისთვის მემორიალის გასახსნელად ხელმოწერები გროვდება

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი აშშ „მწვანე ბარათი“-ს მიღების პირობებს ამკაცრებს