მთავარი»საზოგადოება»ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს და სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს

ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს და სადეპორტაციო განყოფილებაში გადაიყვანეს

8
Shares
Pinterest Google+

 

ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს – ამის შესახებ ინფორმაციას იმედინეწს – ავრცელებს. 17-კაციანი ჯგუფი ამ დროისთვის აეროპორტის სადეპორტაციო განყოფილებაშია.

სადეპორტაციო განყოფილებაშ მყოფებს შორის 5 ბავშვია. ანსამბლი „გორდა“ ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად და იქ მიმდინარე ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობისთვის მიემგზავრებოდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია შევიდა, საზღვარზე შემოწმების მიზნით, ანსამბლის 17-კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ. მესაზღვრეებისთვის საეჭვო ის გარემოება გახდა, რომ ანსამბლი საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობისთვის მიდოდა, თუმცა 17 წევრიდან ბავშვი მხოლოდ 5 იყო.

შესაბამისად, საგარეო უწყების ცნობით, მათ უარი ეთქვათ საზღვრის კვეთაზე. საქართველოს კონსული ჯგუფის ხელმძღვანელს ესაუბრა. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ბავშვები იყვნენ, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები უახლოეს რეისზე ეყიდათ, თუმცა მშობლებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს. კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად უკვე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 11 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე ქვეყნიდან ელჩების გათავისუფლების წინადადებით მიმართა. ამ სიაში ასევე მოხვდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძეც.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

ტეხასში აბორტისთვის გაკეთებისთვის ქალს და ექიმს სიკვდილით დასჯიან

შემდეგი სტატია

ისრაელის საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.