მთავარი»საზოგადოება»ბავშვები მოტყუებით გადაიღო – ლევან აკინის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა

ბავშვები მოტყუებით გადაიღო – ლევან აკინის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა

58
გაზიარებები
Pinterest Google+

„ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, ლევან აკინის წინააღმდეგ შესაძლოა უახლოეს მომავალში პროკურატურაში საქმე აღიძრას.

ბრეგაძის თქმით, მას ბავშვების მშობლები დაუკავშირდნენ.

“დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი” – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

ნიუპოსტი

წინა პოსტი

„არ მახსენდება, რომ სააკაშვილის „ეპოქაში“ ვინმეს კრინტი დაეძრას უმცირესობების უფლებების დარღვევაზე ან დაცვაზე...“

შემდეგი პოსტი

„დაწერე წიგნი ორი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე და შენს გაჭირვებასაც ბოლო მოეღებაო“