მთავარი»სამართალი»ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

ბათუმში, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა.

ამ კორპუსის მაცხოვრებლის თქმით, ეს სატვირთო ლიფტი იყო, თუმცა, მას სამგზავროდ იყენებდნენ. კორპუსი ამ დროისთვის მერიას ჩაბარებული არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

წინა პოსტი

სასწრაფოდ! აღიარებითი ჩვენება - ძმებო, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში

შემდეგი პოსტი

ირანში დააკავეს ადამიანი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ამსახველი ვიდეო გადაიღო