მთავარი»სამართალი»ბათუმში ბებია და შვილიშვილი მოძრავი მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ

ბათუმში ბებია და შვილიშვილი მოძრავი მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ

6
Shares
Pinterest Google+

 

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე, მიკროავტობუსიდან მგზავრი და ერთი წლის ბავშვი გადმოვარდნენ. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისიც ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. ამბობს, რომ ტაქსის კარი ღია იყო, ერთი წლის ბავშვი კი ბებიასთან ერთად წინა სავარძელზე იმყოფებოდა.

“მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა, ქალმა კი თავი ვერ შეიკავა და ბავშვთან ერთად მანქანიდან გადავარდა” – იხსენებს თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

წინა სტატია

ასპინძაში უჩვეულო ზომის სეტყვა მოვიდა (ფოტო-ვიდეო)

შემდეგი სტატია

„მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს ავიამიმოსვლა და დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია"