მთავარი»სპორტი»ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

7
Shares
Pinterest Google+

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონრეალის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. პირველი წრის მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი დუშან ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.

შემდეგ წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს 35-ე ჩოგანს, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება. მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

მონრეალის ტურნირი მასტერსის 1000-იანი ტურნირების სერიაში შედის, რომელთა გამარჯვებულიც 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალია. მონრეალის ტურნირის გამარჯვებული 1 049 040 დოლარს მიიღებს.

ATP-ის განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-17 ადგილს იკავებს.

წინა სტატია

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შემდეგი სტატია

„ხელშეკრულება დაარღვია“ - პაატა სალია თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ განმარტებას აკეთებს