მთავარი»საზოგადოება»ბაბუჩემის, სიმინდისა და ფოსტალიონის ამბავი

ბაბუჩემის, სიმინდისა და ფოსტალიონის ამბავი

8
Shares
Pinterest Google+

ჩემი ოჯახიდან სამი ვაჟკაცი იბრძოდა ფრონტზე, რომელთაგან ორი შეეწირა იმ მეორე მსოფლიო ომს. ამჯერად მსურს გადმოგცეთ ზურგში დარჩენილი კორმაღლელი ქალბატონის-მამიდაჩემის მონაყოლი.
გულიფანცქალით ველოდებოდით სოფლის შარაზე ფოსტალიონის გამოჩენას. მას შეეძლო მოეტანა დიდი სიხარულიც და დიდი უბედურებაც ნებისმიერი კორმაღლელის ოჯახისათვის. ვინაიდან არ არსებობდა ოჯახი კორმაღალში, რომლელსაც ამა თუ იმ სახით არ შეხებოდა ომის მსახვრალი ხელი.
1942 წლის ზაფხულია ერთი ძმა უკვე დაღუპულია, ფრონტზე მყოფ ორთაგან, რომელთაგან ერთი მამაშენია გასულია ექვსი თვე და არანაირი ცნობა არ ისმის. ჰოდა ასე დილის თორმეტი საათი იქნებოდა ჭიშკართან დაიძახა ფოსტალიონმა, გული გადამიცივდა, მაგრამ სტუმარმა უმალ მომაძახა ნუ გეშინია ლუბა კაი ამბავი უნდა გახარო, ალიოშე ცოცხალი ყოფილა და ახლა მისი წერილი მოგიტანეთო. ხომ წარმოგიდგენიათ ოჯახში რა სიხარული დატრიალდებოდა. დავკალი მაშინვე ქათამი ბაბუაშენმა ეტიფანემ მასინვე მოხადა ჭირი და ამოიღო დოქით ალადასტური, გამოვაცხვე მჭადები, გავაწყვე ტაბაკზე ჩრდილში სუფრა და ასე აღნიშნეს მოხუცებმა დაკარგულის გამოჩენა. ამასობაში ფოსტალიონი, რომელიც მეზობელი სოფლიდან გომიდან იყო გვარიანად შეთვრა. მზე უკვე შუბის ტარს იქით გადაიხარა, გადაშუადღევდა და ბაბუაშენმა სიხარულის მომტან მაცნეს შესთავაზა. მოდი აგერ ბალკონზე(აივანზე) წამოვწვეთ და თვალი ცოტათი მოვატყუოთო.
1942 წელი გვალვიანზე გვალვიანი იყო. დავთესეთ სიმინდი, მაგრამ არ ამოვიდა შიმშილობდა ხალხი. ჩვენ ბალკონზე(აივანზე) გაყრილი გვქონდა ბათუმში ოტკაზე(არაყზე) გადაცვლილი ერთი ფუთი სიმინდი გასაშრობად, რომელიც გასაყიდად, რომ უნდა წამეღო და ბაბუაშენი კოკიდან გუდაში გუდაში, რომ მისხამდა ორნახად ხილის სითხეს, თვალებიდან ცრემლები სცვიოდა მოხუცს, მაგრამ რა გაეწყობოდაო…..
ნასადილევს სტუმარ-მასპინძელი წამოწვნენ ოდა სახლის აივანზე. აგვისტოა, მაგრამ ფოსტალიონი ფრონტული დახეული შინელით იყო წამოწოლილი დასასვენებლად. ცოტა ხნის შემდეგ ბაბუაშენი წამოდგა ზევით და მითხრა: გოგო საცოდაობაა! ვხედავ აივანზე წამოწოლილი ჩვენი ფოსტალიონი შინელის ჯიბეში იყრის ჩუმად იატაკზე გაყრილ სიმინდს ეტყობა ძალიან უჭირთ ოჯახში. გამეიტანე მამა ტომარე და გავუყოთ ჩვენი სიმინდი ამ საცოდავებსო. მართლაც ასე მოვიქეცით.
კარგა ხნის მერე გაირკვა, რომ იმ ფოსტალიონისას ბოლო სამი დღის განმავლობაში ოჯახს საჭმელი არ ჰქონოდა ნაჭამი და მხოლოდ ტყეში მოკრეფილი პანტა ვაშლით იკევებებოდნენ თურმე.
1990-იანი წლებია ისევ აუტანელი ყოფაა და სამტრედიიდან თბილისამდე ვმგზავრობ მატარებლით(მას თუ მგზავრობა ერქვა) ვაგონი გადაჭედილია, მაგრამ ქართველი რისი ქართველი თუ ამ სიტუაციიდანაც ქეიფით არ გამოვიდა და ასე ზესტაფონს, რომ მივუხლოვდით ერი პატარა ჯგუფი ასე ხუთ კაცამდე გავუშინაურდით ერთმანეთს, ერთმა ორნახადი დააძრო, მეორემ ხაჭაპური მოიძია, მესამე ყველი შემოამატა, მეოთხემ პური გიძღვნა(ძალია დიდი ქველმოქმედება იყო იმ დროს) და ასე შიკრიბა წრე, რომელთაც ჯავრიან გულზე ჩავარტყით ას-ასი და მერე დანარჩენის მოლოდინში იმ მზიმე ყოფაში უფრო მძიმე ყოფის ამბები ნახულ-გაგონილი გავიხსენეთ და სწორედ იქ აღმოჩნდა კაცი, რომელმაც ბაბუაჩემის სიკეთის ამბავი გაიხსენა წინაპრისაგან ფაგონილი.
ჭეშმარიტად დიდი იყო ილია: „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო“.

ავტორი ედიშერ გვენეტაძე

წინა სტატია

ჭუჭულიას, შალიკოსა და სოფლის სასაფლაოს ამბავი

შემდეგი სტატია

ტაქსის მძღოლმა ტურისტს აეროპორტიდან საბურთალომდე მიყვანაში 200 ლარი გამოართვა