მთავარი»საზოგადოება»„ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის“

„ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის“

11
Shares
Pinterest Google+

 

კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ეს არის ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება პროექტს და წლის ბოლომდე დაიწყება კობი- გუდაურის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა.

წინა სტატია

ტაქსის მძღოლმა ტურისტს აეროპორტიდან საბურთალომდე მიყვანაში 200 ლარი გამოართვა

შემდეგი სტატია

„ გირაოს გადახდას არ ვაპირებ.. კი ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება“