მთავარი»მეცნიერება»„ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება“

„ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება“

10
გაზიარებები
Pinterest Google+

 

საქართველოში 100 000 მოსახლეზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათ მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად, დედაქალაქში, პირველად სიცოცხლეში, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებულია 3720 პაციენტი, რაც 100 ათას ადამიანზე 319.3-ს შეადგენს, ეს კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (303.6 შემთხვევა 100 ათას კაცზე), მესამეზე კი, აჭარა (262.3).
ცენტრის მონაცემებით, სულ, საქართველოს მასშტაბით, 2018 წელს, ცხოვრებაში პირველად, ავთვისებიანი სიმსივნე 9635 პაციენტს დაუდგინდა, რაც 100 ათას მოსახლეზე 258.5 ადამიანს შეადგენს. მათ შორის აღნიშნული დიაგნოზი 0-დან 14 წლამდე 68 პაციენტს დაუსვეს. მათგან 26 თბილისში ცხოვრობს.
“2017 წელს საქართველოში კიბოს 9 485 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინციდენტობა (100 ათას მოსახლეზე დაავადების შემთხვევების რაოდენობა) კი 254.4 იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტატისტიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კიბოთი დაავადების რეალური მაჩვენებლების მატებას, რადგან, მისი განმარტებით, მიმდინარეობს კიბოს შემთხვევათა რეგისტრაციის გაუმჯობესება და მონაცემების დაზუსტება.
​გამყრელიძის თქმით, კვლევა იმის დასადგენად, თუ რა არის სხვადასხვა რეგიონში სიმსივნის ინციდენტობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი, არ ჩატარებულა. თუმცა ვარაუდობს, რომ 100 ათას მოქალაქეზე დაავადებულთა მაჩვენებლით თბილისის ლიდერობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დაბინძურებული ჰაერი და მწეველთა მაღალი მაჩვენებელია”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წინა პოსტი

„თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 80 ათას ლარად შეფასებული მოწყობილობები გადასცა

შემდეგი პოსტი

„გამოჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც აპირებენ თანხის დარიცხვას.. სულ რამდენიმე თვეში აღდგება ყველაფერი“