მთავარი»სამართალი»ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა

ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა

5
გაზიარებები
Pinterest Google+

ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა განუცხადა, შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.

მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი მკურნალობას უცხოეთში გეგმავს, ქვეყნის დასატოვებლად კი მას ნებართვა სჭირდება.

„მივმართეთ პროკურატურას. მოვითხოვეთ ნებართვა, რომ ავთანდილ წერეთელმა დატოვოს ქვეყანა 19 იანვრიდან – 30 იანვრის ჩათვლით. განცხადებას თან დავურთეთ სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები და ავიაბილეთები. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება ცნობილი“, – განაცხადა ადვოკატმა.

წინა პოსტი

ხაჯინბას ჯილდოები და მედლები მოიპარეს

შემდეგი პოსტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანსა და ერაყში ფრენისგან