მთავარი»საზოგადოება»ავარიის დროს დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა (ფოტო)

ავარიის დროს დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა (ფოტო)

7
Shares
Pinterest Google+

 

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.
წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, შეეჯახა ბოძს, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა. 

ავარიისას დაშავებულები მოსწავლეები, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განაცხადა, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

 

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

„შოკის დარბაზში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები 8 მოზარდი გადაიყვანეს. აქედან ერთი, მამრობითი სქესის მოზარდი, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა. კვლევების შედეგად დადგინდა სუბდურული ჰემატომა, ფილტვების დაჟეჟილობა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მეორე პაციენტი გოგონა, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“, – განაცხადა მაია ესებუამ.

ექიმის განცხადებით, დანარჩენი ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

წინა სტატია

ხუხაშვილს: "უნდა იცოდე მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც“

შემდეგი სტატია

„ხუხამ დიდი კაცის შექებაც დაიმსახურა, ბოლოს მიშაც შეაქებს“ (ვიდეო)

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *