მთავარი»სამართალი»ათენში 29 წლის ქართველი გოგო მოკლეს

ათენში 29 წლის ქართველი გოგო მოკლეს

8
Shares
Pinterest Google+

 

მოკლული გოგონას შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

29 წლის გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, კალითეაში მდებარე სახლის საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციამ მაშინვე გამოკვეთა ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა.

გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ. სკოპევტირიოს ქუჩაზე მდებარე ბინაში მისი დეიდა მივიდა და რადგან კარს ვერ აღებდა, ტექნიკოსი გამოიძახა და საკეტი მისი საშუალებით გახსნეს.

როგორც ჩანს, გოგონა საძინებელში დაახრჩვეს .

პოლიცია დარწმუნებულია, რომ გარდაცვლილი საკუთარ მკვლელს კარგად იცნობდა, რადგან სახლს ძალადობის ნიშნები არ ეტყობა.

წინა სტატია

„პროვინციალური, გულისამრევი, გოიმური, ქაჯური ..“ - რას პასუხობს ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას კრიტიკას?

შემდეგი სტატია

ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავების მობილიზებაა - ოპოზიცია შენობაში შეჭრას ცდილობს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.