მთავარი»მსოფლიო»აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს

7
Shares
Pinterest Google+

 

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელსაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ცნობით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რა სანქციაზეა საუბარი. ის ჯერ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების მიღება, რომელიც შეერთებული შტატების განცხადებით, საფრთხის ქვეშ აყენებს პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას გამანადგურებელ „F-35“-ს.

ცნობილია, რომ ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა.

წინა სტატია

რატომ არის სახიფათო თბილისის ზღვაზე ბანაობა ლისისა და კუს ტბებისგან განსხვავებით?

შემდეგი სტატია

კახეთში საზამთროთი დატვირთული ავტომობილი ამოტრიალდა (ვიდეო)