მთავარი»Slider»“ასეთი რამე არ მომხდარა, რა თქმა უნდა, არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი”

“ასეთი რამე არ მომხდარა, რა თქმა უნდა, არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი”

8
გაზიარებები
Pinterest Google+

“ნიკოლა პაშინიანმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.
ასეთ რამე არ მომხდარა რათქმაუნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ,
არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების
შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.
მოდით ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს,
ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.
ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე
სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს
არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე.
დღეს როცა ჰკითხავენ ვინმე უცხოელს საქართველოზე, რა საქართველო! ეს არის ქვეყანა რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის
კურორტებზე არ არის წყალი!
მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი.
ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს! ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება გადაყვეს თან საფლავში ივანიშვილს,
მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება და აუცილებლად მოხდება” – წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილი.

წინა პოსტი

ვინ იცავს პედოფილიაში მხილებულ შავშიშვილს, რას აკეთებდა დონეცკში მამალაძე და რატომ გაიქცა ოხანაშვილი?

შემდეგი პოსტი

"4 თებერვლიდან დიდ გამოსვლებს და პიკეტირებას ვაანონსებთ"