მთავარი»საზოგადოება»„არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი არ შეგვიძენია. მე 2008 წელს ნაყიდი მანქანით დავდივარ”

„არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი არ შეგვიძენია. მე 2008 წელს ნაყიდი მანქანით დავდივარ”

6
გაზიარებები
Pinterest Google+

 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯიპების შესყიდვის შესახებ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ ის 2008 წელს ნაყიდი ავტომობილით დადის.
” სრული პასუხიმგებლობით ვამბობს, რომ რაც მე თავდაცვის უწყებაში დავიწყე საქმიანობა, არცერთი მანქანა, მით უფრო ჯიპი, პირადი, თუ სამსახურებრივი, თუ რამე სარგებლობისთვის არ შეგვიძენია. მაგრამ მე თქვენთვის წამოვიღე სტატისტიკა თუ რა შეიძინეს 2012 წელს, სხვა წლებში. კოლოსალური თანხებია დახარჯული. განა ტანკებისთვის დაიხარჯა და განა საბრძოლო მზადყოფნისთვის. კიდევ ერთხელ სრული დაბეჯითებით ვამბობ, რომ ჯიპები იქ დაგვხვდა, რომლებიც 2012 წელს არის შეძენილი. მე პირადად გადავადგილდები 2008 წელს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანით, თუ ზოგჯერ ვსარგებლობ ჯიპით, ეს არის მხოლოდ იმ შემხთხვევაში თუ მიწევს საველე პირობებში სწავლებაზე ან რეგიონში გასვლა”- ამბობს მინისტრი.

წინა პოსტი

„რას ასწავლიან ბავშვებს გამრყვნელი, არამეცნიერული და არააკადემიური ენით“?

შემდეგი პოსტი

სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორობას არ დათანხმდება - მამუკა არეშიძე