მთავარი»საზოგადოება»„არავინ საუბრობს ორ წაგებულ საქმეზე, რომელიც რუსთავი 2“-ის საქმით გადაიფარა“

„არავინ საუბრობს ორ წაგებულ საქმეზე, რომელიც რუსთავი 2“-ის საქმით გადაიფარა“

14
Shares
Pinterest Google+

 

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ანალიტიკოსი სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„რასაც დილით ვწერდი, არ იყო საჭირო წინასწარ რაღაც განწყობების შექმნა.
თუ იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგივეს ადასტურებს რ2-ის.ბრიფინგიც, სტრასბურგმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, მათ შორის მე-6 მუხლთან დაკავშირებით.
ახლა ყველაფერზე ისაუბრებენ იმის გარდა, რაზეც უნდა ისაუბრონ.
სახელმწიფომ წააგო ორი საქმე და მოიგო ერთი. ორ წაგებულ საქმეზე ტელევიზიებში მსჯელობები არ იქნება და გადაიფარება რ2-ის საქმით.
ამ საქმეში რ2-ის ყოფნა-არყოფნა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ საკუთრების საკითხი. დადგინდა ის, რომ ქონება უკანონოდ იყო ჩამორთმეული, რაზეც ასევე არავინ ისაუბრებს.
რუსთავი2-ს რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ სხვა ლოგოს ქვეშ გააგრძელებს საქმიანობას და დიდად არაფერი შეიცვლება.
კიდევ ერთი თემაა ის, რომ ახლა სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას ვიწყებთ და კონსპირაციებზე ვაკეთებთ მინიშნებებს. ეს არ.მგონია მომგებიანი იყოს ქვეყნისთვის.
უკეთესი სასამართლო მარსზეა“ – წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება სამ საქმეზე გამოაცხადა. ეს საქმეებია: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები)“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა საქმეზე ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგში დამარცხდა კიდევ ერთ საქმეზე – გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა 2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას.

წინა სტატია

„ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, როგორც ჩანს, ევროპის სასამართლოსაც ანათებს“

შემდეგი სტატია

„რომ გავიგე, მინდოდა ჩემი ძმისთვის ჩამეძახა საფლავში იური, სამართალმა იზეიმა, რისთვისაც იბრძოდი, იმას მიაღწიე“