პოლიტიკა

„არავინ აპირებს ძალისმიერ მოქმედებებ, ეს რეჟიმი თვითონ დაემხობა“

„20 ივნისს ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა, მომენტი გავუშვით“ – მიხეილ სააკაშვილის მიერ “მთავარ აქცენტებში” გაკეთებულ განცხადებაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ “კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“არაფერი ამ განცხადებაში ისეთი არ არის, რომელიც ვინმეს უნდა გაუკვირდეს, მითუმეტეს ამ რეჟიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა თვითონ. ეს რეჟიმი “ნაციონალურ მოძრაობას” სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებს უკვე, მოსვლიდან პირველივე დღიდან მოყოლებული.

არავინ არ აპირებს ძალისმიერ მოქმედებებს ამ რეჟიმის დასამხობად, ეს რეჟიმი თვითონ დაემხობა. არავინ ჩვენი მხრიდან ძალადობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას არ აპირებდა და არც მომავალში არ აპირებს,” – აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადება იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close