მთავარი»საზოგადოება»„არაა გამორიცხული, რომ მათ გახურებულ ტვინებში ბიძინა ივანიშვილის მოცილების სხვადასხვა ვარიანტიც განიხილებოდეს“

„არაა გამორიცხული, რომ მათ გახურებულ ტვინებში ბიძინა ივანიშვილის მოცილების სხვადასხვა ვარიანტიც განიხილებოდეს“

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მთელი წინასაარჩევნო პერიოდისთვის – მოვუწოდებ ძალოვან სტრუქტურებსა და უსაფრთხოების სამსახურებს განსაკუთრებული სიფხიზლისა და მობილიზებურობისკან;
ალბათ ვხვდებით, რომ ნაცები ყველაფერზე წამსვლელი არიან, პროვოკაციის მიზნით შესაძლოა ვინმე თავისიანიც გაწირონ, რათა ამ გზით შეინარჩუნონ მუხტი და გააძლიერონ არეულობა;
არაა გამორიცხული, რომ მათ გახურებულ ტვინებში ბიძინა ივანიშვილის მოცილების სხვადასხვა ვარიანტიც განიხილებოდეს;
ასე რომ, სტაბილურობის შენარჩუნება ნაცმოძრაობის თანდათანობითი ჩაკვდომის აუცილებელი წინაპირობაა;
პ.ს. ენას რომ არ ვაჩერებ, მეც თუ რამე მომივიდა, ახლავე ვტოვებ ანდერძს – იცით ვისაც მიაკითხოთ“ – წერს ხათუნა საგინაშვილი.

წინა პოსტი

“ყველას სახლის მისამართი ვიცით, ყველას მოგეკითხებათ“ – სააკაშვილის მუქარა (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

თბილისში დამატებით „ისუზუს“ მარკის 38 და „მანის“ მარკის 16 ავტობუსი იმოძრავებს