მთავარი»საზოგადოება»“არა უშავს მაა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან.. უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს უცნობებს“

“არა უშავს მაა, მაგარი კაცები ასე იზრდებიან.. უღრმესი მადლობა ყველას, ახლობლებს უცნობებს“

15
გაზიარებები
Pinterest Google+

ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი, სოციალურ ქსელში შვილის, პატარა ალექსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

“არაუშავს მაა! მაგარი კაცები ასე იზრდებიან ჯერ დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ოღონდ ისე, რომ ჩვენი საყვარელი გოგონა, დედიკო ნაკლებად ვანერვიულოთ მივხედავთ ამ საქმეს…

ახლა სადაც ვართ აქ პირველად კარგ საქმეზე მოვედი. რამდენიმე წლის წინ მაშინ იმედში ვმუშაობდი აქცია გვქონდა სისხლი ჩავაბარეთ ბავშვებისთვის და დაგვათვალიერებინეს განყოფილება სადაც პატარა პაციენტები ყავდათ ონკოლოგიური დაავადებებით.. თამაშობდნენ იცინოდნენ.. მშობლებიც ასევე იქცეოდნენ.. კი არ ვიმჩნევდი და ვიღიმოდი მაგრამ შოკი იყო რათქმა უნდა თავში მომდიოდა აზრები „ალბათ ამათი მშობლები რა დღეში არიან და მაინც რა გასაკვირია როგორ ახერხებენ სიცილს რომ ბავშვებმა არ იგრძნონ..“ ხო ძნელი ყოფილა.. ახლაც იგივე სურათია აქ.. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას დიდი ძალა ჭირდება. არ მჯერა რომ დღეს მათ ადგილას ვართ. ეს ფოტო სამი დღის წინ გადავიღე პირველად რომ დავრჩი ღამე მარტო დერეფანში. ისეთი შეგრძნება იყო ალბათ პატიმრებს რომ ეუფლებათ, როცა მიუსჯიან და პირველად გადაყავთ ციხეზე. ლამისაა გასკდე ამ დროს ვინმე გამოივლის და სახეზე თავაზიან ღიმილს ინარჩუნებ..

Beka Paturashvili-ს ფოტო.

კარგი ის არის რომ ბავშვი ჯერ ვერაფერს იაზრებს და ვერც მიხვდება, ისე მოვაგვარებთ ამ პრობლემას.. ყველაზე მეტად შენზე ვდარდობ ნათ მარტოები არ ვართ და ამას ძალიან ძლიერად ვგრძნობთ.

უღრმესი მადლობა ყველას ახლობლებს უცნობებს.. ვამაყობ თქვენით ბრავო ! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალას გვმატებთ.. გპირდებით რომ ჩვენც თქვენსავით სამაგალითოდ მოვიქცევით, როცა სხვას დაჭირდება მხარდაჭერა ჩვენი კაციც რა თქმა უნდა ასე მოიქცევა თავის დროზე ” – წერს ბექა ბატურაშვილი.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება:

ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი

მიმღები: ბექა პატურაშვილი.

გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია.

წინა პოსტი

“დაელოდეთ ფინალურ სერიას”- გიორგი გახარია მის შესაძლო გადაყენებაზე

შემდეგი პოსტი

დასახელდა Facebook-გავლენის აქტორები და გვერდები, რომელთა ნაწილი ხელისუფლების, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს