მთავარი»საზოგადოება»„არ მახსენდება, რომ სააკაშვილის „ეპოქაში“ ვინმეს კრინტი დაეძრას უმცირესობების უფლებების დარღვევაზე ან დაცვაზე…“

„არ მახსენდება, რომ სააკაშვილის „ეპოქაში“ ვინმეს კრინტი დაეძრას უმცირესობების უფლებების დარღვევაზე ან დაცვაზე…“

16
გაზიარებები
Pinterest Google+

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა საქართველოს კინოთეატრებში გეი-ურთიერთობებზე შექმნილი ფილმის ჩვენების გამო განვითარეულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მიშა სააკაშვილის “მეფობისას” ვინმეს გაებედოს და კრინტი დაეძრას უმცირესობების უფლებების დარღვევაზე ან დაცვაზე…
არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მიშა სააკაშვილის “ეპოქაში” ვინმეს ეთავოს და მოეთხოვოს უმცირესობების უფლებების დამცავი რაიმე სახის დებულების შეტანა კანონმდებლობაში…
არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მიშა სააკაშვილის რეჟიმისას ვინმეს გაებედოს და წამოსცდენოდეს მოთხოვნა 17 მაისს ლგბტ-ების დემონსტრაციის ან აღლუმის გამართვაზე…
აქ გავჩერდები, თორემ კიდევ ბევრი რამ არ მახსენდება ამ “აქტუალურ” საკითხთან დაკავშირებით…
არ გეგონოთ, რომ გავგიჟდი და მიშას ქება დავიწყე…
იცით რატომ იყო მიშას დროს სამარისებული სიჩუმე უმცირესობებთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ ის (ანუ მიშას) არასამთავრობოები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ სოკოებივით მომრავლდნენ და აყაყანდნენ, მაშინაც მიშასგან ფინანსდებოდნენ და დღესაც ასე არიან, თუ არ ჩავთვლით უცხოელ დამფინანსებლებსაც, რომლებმაც, რატომღაც, მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გამოიღვიძეს და გაიგეს, რომ თურმე საქართველოში უმცირესობების უფლებები ირღვევა… როგორც კი კოლექტიური “კაჟა ბულავა” ხელს აუქნევთ – მიშას სპექტაკლებისთვის დაქირავებული ეს განსაკუთრებული სახეობის კლაკიორები – ეგრევე იწყებენ ხელების სრესას, ნერწყვების თქვლეფას და – მომავალი გასამრჯელოს მიღების მოლოდინში, “ცხელ-ცხელი” თემების “გაღვივებას”, მათ შორის 17 მაისის პრაიდზე, კანონმდებლობაში მამაკაცთა შორის ქორწინების დაკანონებაზე და სხვა მათთვის “საინტერესო” თემებზე… დღევანდელი ფილმის ყაყანიც ამ “სპექტაკლების” პატარა ჭანჭიკია, ხოლო მათ პოპულარიზებას კი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ზოგიერთი სასულიერო თუ სამოქალაქო პირი… სამწუხაროდ…
თან, არ დაგავიწყდეთ, რომ 2020 ახლოვდება და მიშას, მის სატელიტ პარტიებსა და მხარდამჭერებს, არაფერში აწყობთ სიმშვიდე… არადა, მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილოც და ყველაზე სატირალიც ის არის, რომ თავად ეგენი, ანუ ნაციონალები, არიან უმცირესობის უმცირესობა, ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით…
დამშვიდდით ხალხო…
ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს უმრავლესობას შეშვენის!!!“ – წერს თეა ფირცხალავა.

წინა პოსტი

ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

შემდეგი პოსტი

ბავშვები მოტყუებით გადაიღო - ლევან აკინის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შევა