მთავარი»საზოგადოება»„არ გვინდა ეს დაპირისპირება, აშშ-ს ელჩს კი ეს უნდა“ – დეკანოზი დავით ისაკაძე

„არ გვინდა ეს დაპირისპირება, აშშ-ს ელჩს კი ეს უნდა“ – დეკანოზი დავით ისაკაძე

12
Shares
Pinterest Google+

 

კატეგორიულად მოვითხოვთ ქალბატონისგან, რომელიც აშშ-ს ელჩის მოვალეობას ასრულებს საქართველოში, მოუწოდოს ამ საცოდავ ადამიანებს, რომ ტერიტორია დატოვონ, თორემ ხვალ აქცია გაიმართება აშშ-ს საელჩოსთან მოწოდებით, დატოვოს ამ ქალბატონმა ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ითხოვენ, რომ კანცელარიის ტერიტორია დატოვონ “თბილისი პრაიდის” აქტივისტებმა, რომლებიც აქციას მართავენ.

„აშკარად ჩანს, ვინ მართავს საქართველოში პროცესებს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა, არა სიტყვით, არამედ საქმეებით. აშშ-ს ხელისუფლება ელჩის სახით პირდაპირ ერევა ჩვენს შიდა საქმეებში. მას უნდა, რომ აქ პროცესები მართოს და სიტუაცია დაძაბოს, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს. როგორც ხედავთ, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, .არ გვინდა ეს დაპირისპირება, აშშ-ს ელჩს კი ეს უნდა“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

წინა სტატია

ინგლისსა და უელსში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა

შემდეგი სტატია

ალენ დელონი ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.