მთავარი»Uncategorized»არ დაგტოვებ დედა – ცნობილი ფოტოს უცნობი ისტორია (ვიდეო)

არ დაგტოვებ დედა – ცნობილი ფოტოს უცნობი ისტორია (ვიდეო)

19
გაზიარებები
Pinterest Google+

ამ კოალებმა დაამტკიცეს, რომ დედაშვილური სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებმა ნებისმიერმა ცოცხალმა არსებამ შეიძლება განიცადოს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ავსტრალიაში,  საავტომობილო გზაზე მიმავალ კოალებს დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა შეეჯახა. ექვსი თვის კოალა არ დაშავებულა, თუმცა დედამ ფილტვები და თავი დაიზიანა. ოპერაციის დროს პატარა კოალა თათებით დედის სხეულს ჩააფრინდა და დედის დატოვებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ პატარა შვილი დედასთან დაეტოვებინათ და სამედიცინო პროცედურები მასთან ერთად ჩაეტარებინათ.

ოპერაციის მიმდინარეობის დროს ერთ-ერთმა ექიმმა გადაიღო ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა. „არ დაგტოვებ დედა“ – ასე უწოდა 2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოიპულარულ  ფოტოს ჟურნალმა We love animals.

ამჟამად დედა-შვილი კოალა თავს კარგად გრნობს. ისინი ავსტრალიის ზოოპარკის ღია სივრცეში გადაიყვანეს, სადაც ცნობისმოყვარე პატარა დიდი ინტერესით აკვირდება ახალ გარემოს.

„პროგრესნიუსი“

 

 

 

წინა პოსტი

ავსტრალია ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ - როგორ შეიცვალა მწვანე კონტინენტი (ფოტო)

შემდეგი პოსტი

თანამდებობიდან არ გადავდგები - რაულ ხაჯიმბა საკუთარ დეპუტატებს და პარლამენტს არ ემორჩილება