მთავარი»პოლიტიკა»„არ არის ჩემი ქმარი მსხვერპლი და არც მხდალი ადამიანის ყალბი სოლიდარობა სჭირდება“

„არ არის ჩემი ქმარი მსხვერპლი და არც მხდალი ადამიანის ყალბი სოლიდარობა სჭირდება“

11
გაზიარებები
Pinterest Google+

ჟურნალი „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება: 

„არ არის ჩემი ქმარი მსხვერპლი – არც არასდროს იქნება! გიგა ბოკერია ამ ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას განასახიერებს და რასაც განასახიერებს, იმაში გამარჯვებულია – ვინც არ უნდა დაიჭიროს და სადაც არ უნდა ჩასვას.

არც მხდალი ადამიანის ყალბი სოლიდარობა სჭირდება, რომელიც ერთ დღეს მოღალატეობას აბრალებს და მეორე დღეს ეტენება“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „კვირის აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიას შესახებ ისაუბრა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გიგა ბოკერიასთან გვაქვს პოლიტიკური განსხვავებები, რადგან მიმაჩნია, რომ ძალიან გვიან მიხვდა ბევრ რაღაცას, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგას მნიშვნელობა არა აქვს. ყველა მსხვერპლი და მათ შორის გიგა, რომელიც არის მსხვერპლი ამ შემთხვევაში ივანიშვილის, რომელსაც შეეშინდა, რომ გიგა ბოკერია ივლიდა უცხოეთში და ილაპარაკებდა მასზე ცუდად და ა.შ, ჩამოართვა პასპორტი პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ხელები ეფხანება, რომ ისიც გაუყენოს ციხის გზას. გიგა ბოკერიას აქვს სრული მხარდაჭერა, სრული სოლიდარობა ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა პოსტი

შსს - სააკაშვილის განცხადებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება

შემდეგი პოსტი

"გამოსავალი პირველ რიგში დეოკუპაციაა" - სესიაშვილი ახალგორში 10 ადამიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა