მთავარი»სამართალი»აქციაზე დაკავებულია 11 პირი – შსს-ს განცხადება

აქციაზე დაკავებულია 11 პირი – შსს-ს განცხადება

9
გაზიარებები
Pinterest Google+

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე, რომელიც გეი თემატიკაზე შექმნილი ფილმის პრემიერის საწინააღმდეგოდ გაიმართა, სულ 11 პირი დააკავეს.

“ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრი “ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.”– აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

წინა პოსტი

საქართველოში აშშ-ის საელჩო მიმდინარე აქციების გამო აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს

შემდეგი პოსტი

„მე თიანეთს ვერ გავცდი და გადაყვლეფილი მაქვს ხელები თოხის და ბარის ქნევით“