მთავარი»საზოგადოება»„აქ ვიქნები, სანამ ეს ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, რომ სახელმწიფომ დააშავა“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

„აქ ვიქნები, სანამ ეს ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, რომ სახელმწიფომ დააშავა“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

9
გაზიარებები
Pinterest Google+

ამაღამ აქ ვარ, როგორც ორი წელი და აქ ვიქნები იქამდე, სანამ ეს მართლა ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ პარლამენტში არ შეიქმნება კომისია, – ამის შესახებ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან განუცხადა.

მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ცოტა ხნის წინ მივიდა.

„აქედან არ წავსულვარ. ერთი ღამე წავედი, სოფლიდან ჩემი ძმისშვილისთვის ციხეში შესაგზავნად საჭმელი რომ ჩამომეტანა. დრო იხელთეს და კარავი აიღეს. ვის რას უშლიდა ჩემი კარავი? თქვენ გგონიათ ამათ მართლა აღელვებთ ბავშვების ზეიმი?“, -აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ წუხელ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვები აიღო. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ და პარლამენტთან კარვების ნაცვლად ატრაქციონებისა და ბატუტის დადგმას აპროტესტებდნენ.

წინა პოსტი

კახა კალაძემ სანტა კლაუსის ფორმა მოირგო და მძღოლებს საჩუქრები დაურიგა (ფოტო-ვიდეო)

შემდეგი პოსტი

Forbes-მა ქართული ღვინო საუკეთესოებს შორის დაასახელა