მთავარი»მსოფლიო»ანტარქტიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიკაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

2
გაზიარებები
Pinterest Google+

მეცნიერებმა ბრაზილიიდან, ანტარქტიკაში 20,75 გრადუსი ცელსიუსი დააფიქსირეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 9 თებერვალს კუნძულ სეიმურზე დაფიქსირდა, რომელიც ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მეცნიერები, რომლებიც აღნიშნულ მონაცემებს აგროვებენ, აღნიშნავენ, რომ ეს ახალი რეკორდი არანორმალური და წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის ერთი გრადუსით აღემატება რეკორდულ 19,8 გრადუსს, რომელიც 1982 წელს დაფიქსირდა და რეკორდს წარმოადგენდა. ბოლო რეკორდული მაჩვენებელი კი აქამდე 6 თებერვალს დაფიქსირდა. მაშინ არგენტინის ბაზაზე 18,3 გრადუსი დაფიქსირდა. ამგვარად, დაძლეული იქნა მანამდე არსებული რეკორდი, რომელიც 2015 წლის 24 მარტს დაფიქსირდა – 17,5 გრადუსი.

აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ დათბობის ტენდენციას ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ბევრ ლოკაციაზე, რომლებსაც ვიკვლევთ, მაგრამ ასეთი აქამდე არაფერი გვინახავს“, – განაცხადა კარლოს შეფერმა, პროექტ Terrantar-ის სამეცნიერო მკვლევარმა.

წინა პოსტი

„მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი“

შემდეგი პოსტი

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებული ჩინოვნიკი დახვრიტეს